მთავარისიახლეებისაზოგადოებასარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა

Published on

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის საქმეზე განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს მსჯავრდებულის ადვოკატ, ზურაბ თოდუაზე დაყრდნობით.

ადვოკატი მედიასთან განმარტავს, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, უარის შესახებ დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ გაგზავნა, სასამართლოდან კი ადვოკატმა წერილობითი დოკუმენტაცია მიიღო.

“2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)?

ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?

სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო”, – ამბობს თოდუა.

ადვოკატი ამბობს, რომ მთავრობისთვის მორიგება მიუღებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია ვენეციის კომისიის 2004 წლის 98-ე პლენუმის დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა; მოუწევს განმარტოს, რატომ წავიდა ის ამ დარღვევაზე – ვენეციის კომისიის ამ დადგენილებით კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიების შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე; მოუწევს აღიაროს, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.

“ქართულმა ოცნებამ”, არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ხელით, მიხეილ კალანდია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესწირა პაიკის სახით, რითაც მიიღო პოლიტიკური სტაბილურობა – მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში ისევ აქციები ჰქონდა გარანტირებული, ხოლო შეწირვის შემთხვევაში კი აქციების რესურსი მიხეილ კალანდიას და მის ოჯახს არ გაჩნდა. ამ შეწირვას დიდი პერსპექტივა აქვს თავად შეწირულისთვის – პაიკად შეწირული მიხეილ კალანდია, დიდი ალბათობით, დედოფლად გადაიქცევა და “ქართული ოცნების” დროებით მოგებული პარტია კატასტროფად მიუბრუნდება უკან”, – აცხადებს თოდუა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...