მთავარისიახლეებიოცნება" არ გამოეხმაურება პუტინის ოპონენტის მკვლელობას, რადგან ისინი კრემლს ემსახურებიან - კუპრაძე

ოცნება” არ გამოეხმაურება პუტინის ოპონენტის მკვლელობას, რადგან ისინი კრემლს ემსახურებიან – კუპრაძე

Published on

ლელოს” გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს არ უკვირს, რომ ამ დრომდე, ოფიციალურ თბილისს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, რადგან მისის თქმით, “ოცნება” კრემლს ემსახურება და ისინი ცხადია არ გამოეხმაურებიან პუტინის ოპონენტის “მკვლელობას”.

პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპონენტი. მიუხეედავად იმისა, რა აზრიც არ უნდა გქონდეს ნავალნისთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ეს არის ავტოკრატიული, დანაშაულებრივი, სამართლის გარეშე სახელმწიფო, რომელსაც პუტინი მართავს და ცხადია, რომ “ოცნება” არ გამოეხმაურება პუტინის ოპონენტის მკვლელობას არცერთ შემთხვევაში, რადგან ისინი ემსახურებიან კრემლის და რუსეთის ინტერესებს”, – ამბობს კუპრაძე.

მსოფლიომ განაგშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს. მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის პოლიიტიკური ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ, საქართველოს მთავრობა სამძიმრის წერილსაც კი არ ავრცელებს.

პუტინის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი დუმს. განცხადებას არ აკეთებს არც პარლამენტის თავმჯდომარე. არსად ჩანს არც სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სამძიმარი ნავალნის ოჯახისთვის.

რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ სიკვდილს საქართველოს ოფიცილური პირების მხრიდან სრული დუმილი მოყვა. ირაკლი კობახიძემ პირველივე ტესტი, ვერ ჩააბარა, ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი კი ნავალნიზე დასმულ კითხვებს ტრიბუნიდან გაექცა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...