მთავარისიახლეებისაზოგადოებადოდო გუგეშაშვილი შვილს ემშვიდობება

დოდო გუგეშაშვილი შვილს ემშვიდობება

Published on

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით გადაიყვანეს, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე  სახლში, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერი პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობნეს. – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა. 
 
დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე არ იცოდა ვაჟის გარდაცვალების ამბავი. როგორც დღეს ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, კლინიკის მედპერსონალი გუგეშაშვილის ტრანსპორტირებაზე თანახმა არ იყო.  მართალია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მაგრამ  მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის და  დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში დღეს კვლავ დააბრუნებენ. 
 
დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, ნოდარ გუგეშაშვილს ხვალ დაკრძალავენ 
 
გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. 
 
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...