მთავარისიახლეებიაშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ატომური იარაღის კოსმოსში გამოსაცდელად ემზადება

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ატომური იარაღის კოსმოსში გამოსაცდელად ემზადება

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ატომური იარაღის კოსმოსში გამოსაცდელად ემზადება.

ამავე დროს, საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში კრემლი გამოცდის ისეთ კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც პირდაპირ იქნება დამიზნებული აშშ-ის კოსმოსურ თანამგზავრზე.

მათივე ცნობით, აშშ-ის კოსმოსურ სატელიტებზე შესაძლო იერიშის შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლი, ინფორმაცია ცნობილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვისაც.

ამერიკელი სენატორების ნაწილი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაციის დეკლასიფიკაცია მოახდინოს და იგი გაასაჯაროოს.

ბაიდენს ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი. იგი სავარაუდო თავდასხმას “სერიოზულ ეროვნულ უშიშროების საფრთხეს უწოდებს” და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.

“მოვითხოვ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გაასაჯაროოს ამ საფრთხესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად განიხილონ ამ საფრთხის საპასუხოდ საჭირო ქმედებები”, – მიმართა რესპუბლიკელმა სენატორმა პრეზიდენტს.

თავის მხრივ ტერნერის განცხადებას უპასუხა თეთრმა სახლმაც. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, აცხადებს, რომ ის გაკვირვებულია კონგრესმენის განცხადებით.

“ამ კვირის დასაწყისში მივმართე ორივე პარტიის ლიდერებს კონგრესის ორივე პალატაში და შევთავაზე დახურული ბრიფინგი, რომელიც დავნიშნეთ ხვალ. ასე რომ, ცოტა გამიკვირდა კონგრესმენს ტერნერის დღევანდელი გამოსვლა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ამ შეხვედრის დაწყებამდე ესაუბრა საჯაროდ ამ თემაზე. ასეა თუ ისე, ეს მისი არჩევანია, მე კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხვალ ვაპირებ მასთან და კონგრესის სხვა წევრებთან შეხვედრას. ამაზე მეტს ამ პოდიუმიდან ვერაფერს ვიტყვი, გარდა ერთისა: „თეთრი სახლი“ უფრო შორს წავიდა და გაცილებით კრეატიული და სტრატეგიული გზებით განიხილა დაზვერვის ინფორმაციის გასაჯაროება აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს ნებისმიერ ადმინისტრაციას გაუკეთებია შეერთებული შტატების ისტორიაში”, – თქვა სალივანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას კრემლშიც გამოეხმაურნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ინფორმაციას აშშ-ის “ხრიკი” უწოდა, რათა კონგრესმენები უკრაინის დახმარებაზე დაიყოლიონ.

სიახლეები

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა...

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...