მთავარისიახლეებიპუტინმა რუსულ არმიაზე "ყალბი ამბების" გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, ვინც რუსულ არმიაზე “ყალბ ამბებს” გაავრცელებს, ქონებას ჩამოართმევენ, – დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე.

კანონი ცვლის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსსა და აფართოებს იმ დანაშაულთა სიას, რომელთათვისაც ქონების კონფისკაცია იქნება შესაძლებელი. აღნიშნული სასჯელი ასევე გავრცელდება სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მოწოდებისთვისაც.

რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, “დამნაშავეს” არ ჩამოერთმევა მის მფლობელობაში არსებული ყველა ქონება, არამედ ის, რასაც “დანაშაულის ჩადენის” შედეგად მიიღებს.

აღნიშნული კანონპროექტი 31 იანვარს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა. 7 თებერვალს კი მას მხარი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუჭირა, მოგვიანებით კი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს გაეგზავნა ხელის მოსაწერად.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...