მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება

Published on

ენმ-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.

„ბატონო პრეზიდენტო,

მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს.

2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის
შესაძლებლობა. გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა.

საუკეთესო სურვილებით,

მანფრედ ვებერი
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი” ნათქვამია წერილში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს.

სიახლეები

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

საქართველოს საპატრიარქო სამთავროს მონასტერში რუსულ ენაზე ლიტურგიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს,...

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...