მთავარისიახლეებისაზოგადოებაესტონეთის დაზვერვა: რუსეთი უახლოეს ათწლეულში დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება

ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი უახლოეს ათწლეულში დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება

Published on

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და რომ მისი შეკავება შესაძლებელია შეიარაღებული ძალების საპასუხო გაძლიერებით.

დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ნატოს წევრ ფინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან.

“რუსეთმა აირჩია გზა, რომელიც არის გრძელვადიანი დაპირისპირება…და კრემლი, ალბათ, მოელის ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს უახლოეს ათწლეულში”, – განუცხადა კაუპო როსინმა ჟურნალისტებს ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისას.

რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა”, თქვა მან, რადგან მისი თქმით, რუსეთი იძულებულია შეინარჩუნოს ჯარები უკრაინაში და ნაკლებად სავარაუდო დარჩება, თუ რუსეთის სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას ევროპაში ჯარების შესაბამისი მატება დაუპირისპირდება.

“თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, [რუსული სამხედრო თავდასხმის] ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება”, დასძინა მან.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...