მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წელს 305 ექიმიდან 300-ის შემთხვევაში გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი

2017 წელს 305 ექიმიდან 300-ის შემთხვევაში გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი

Published on

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოდან ipn-მ გამოითხოვა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა. ”სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტებისტვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 170 შემთხვევაში. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა: 2 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 3 ექიმის საკითხის განხილვა გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს”, – ნათქვამია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...