მთავარისიახლეებისაზოგადოება"უგუნური განცხადებები, ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს" - მიშელი ტრამპის მუქარაზე

“უგუნური განცხადებები, ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს” – მიშელი ტრამპის მუქარაზე

Published on

„უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს“, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დონალდ ტრამპის მორიგ სკანდალურ განცხადებას.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენმა, რომელსაც ისევ სურს თეთრ სახლში დაბრუნება, გუშინ თქვა, რომ არ შეაკავებდა რუსეთის თავდასხმას ნატოს იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ალიანსის წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანახარჯების ნიშნულს ჩამორჩებიან.

“დიდი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი წამოდგა და მკითხა, “თუ ჩვენ არ გადავიხდით და რუსეთი თავს დაგვესხმება, თქვენ დაგვიცავთ?” მე ვუთხარი: “არ გადაიხადეთ? არგადამხდელი ხართ? … არა, არ დაგიცავთ, უფრო მეტიც, მათ [რუსებს] წავაქეზებ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. უნდა გადაიხადოთ” – თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას თეთრმა სახლმა “თავზარდამცემი და არანორმალური” უწოდა. ხოლო NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ “მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ძირს უთხრის”.

ცნობისთვის, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვას.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...