მთავარისიახლეებიპოლიტიკა"აქ მოვედი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად", - მამუკა კუდავა

“აქ მოვედი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად”, – მამუკა კუდავა

Published on

რუსთავი 2 -ის შენობასთან იმყოფება მამუკა კუდავა, მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის აცხადებს, რომ ტელეკომპანიის შენობასთან საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად მივიდა.

"აქ მოვედი არა რუსთავი 2-ის დასაცავად, აქ მოვედი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაპროტესტებლად. ისიც კარგად მახსოვს, რომ ბევრი ადამიანია, ხელისუფალი სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ცდილობდნენ კონსტიტუციაზე მაღლა დამდგარიყვნენ. იგივე ხდება ახლა საქართველოში. მე მინდა ვიყო იმ ხალხის გვერდზე, რომელიც ახლა საკონსტიტუციო გადატრიალებას აპროტესტებს. ამას მე სხვანაირად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ, სხვა ვარიანტში ჩვენ ევროინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება. ამის დადასტურება იყო წინა დღეებში, როდესაც საქართველოს პრემიერი იმყოებოდა ლიტვაში, ესტონეთში და პირველი კითხვები ჟურნალისტებისგან უცხოეთში, ასევე ჩვენი მტავარი პარტნიორებისგან იყო – რა ხდება მედიის თავისუფლების მხრივ, რატომ არის ასეთი ზეწოლა ამ კონკრეტულ ტელევიზიაზე. მე არ მინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს ასეთი შესუსტებული პოზიციები საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ გადაიდება ის მტავარი საკიტხები, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გვქონდა დასაყენებელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თუმცა ის , რაც ახლა რაც მოვისმინე არის არა მარტო კანონზე, არამედ კონსტიტუციაზე მაღლა დგომაც", – განაცხადა მამუკა კუდავამ. 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...