მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოს დაცვის მინისტრი "უპასუხისმგებლოს" უწოდებს განცხადებებს, თითქოს სტიქია პროგნოზირებადი იყო

გარემოს დაცვის მინისტრი “უპასუხისმგებლოს” უწოდებს განცხადებებს, თითქოს სტიქია პროგნოზირებადი იყო

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ უპასუხისმგებლო უწოდა ცალკეულ მოსაზრებებსა და განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, სტიქია ნერგეეთში წინასწარ პროგნოზირებადი იყო. 

“სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა”, – თქვა მან. 

ოთარ შამუგია დღეს პრემიერთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.

“რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად. მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები”, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...