მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარის შეფასებით, ,,ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილის ...

ევროპარლამენტარის შეფასებით, ,,ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა დაიცვას”

Published on

ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება არადემოკრატიული ფორმით მოხდა,  ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურია და ევროკავშირმა მისი უფლებები უნდა დაიცვას. 
 
"მე გამოვხატავ ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას, რომ ეს იყო ძალიან არადემოკრატიული ფორმა უკრაინული მხარის მხრიდან. ახლა არის პრობლემა პოლონეთისთვის, ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პროსააკაშვილისეული პოლიტიკური ჯგუფები ან პარტიები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიცავთ და უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლებები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით. ეს არის უკრაინის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისტორიის გაგრძელება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და რეაქცია იქნება ევროპის პარლამენტში", – განაცხადა მამიკინსმა.
 
თუ როგორი იქნება რეაგირება, მამიკინსის თქმით, ეროპარლამენტის დეპუტატების გადასაწყვეტია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას და შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით.
 
პოლიტიკურს უწოდებენ საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან რეადმისიის საქმეს  მისი ადვოკატები. ისინი  დღეს კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, რომელშიც მოითხოვენ სააკაშვილის გაძევებისას საიმიგრაციო სამსახურის, მესაზღვრეებისა და შსს-ს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
 
 
„დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში ყველა სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის უკანონო გაძევებაში მონაწილეობდა. მოპასუხეები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური და შსს იქნებიან“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...