უკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი რამდენიმე საათში ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ პოლონეთიდან ისაუბრებს.„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერთან კიევიდან ვარშავაში ჩასვლას მისი პარტიის წევრები გეგმავენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აანონსებს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და ამისათვის ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს. პარტიის ლიდერის ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად სააკაშვილის ახალ ძალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური გეგმები არ იცვლება და კვირას, დაგეგმილი მარში პოროშენკოს წინააღმდეგ მაინც გაიმართება.მიხეილ სააკაშვილის გატაცება რესტორნის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ერთ წუთიანი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ შედის 20-მდე ფორმიანი მამაკაცი კიევის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შენობაში სპეცრაზმელებმა ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს.უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის გატაცებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც სექტემბერში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.ლუცენკოს უწყებაში ამბობენ, რომ სასაზღვრო სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების ოპერაციის შესახებ არ უცნობებია, რაც მათთვის მოულოდნელობა იყო. ოპოზიციის ლიდერი კი ამ დროს უკვე ჩარტერული რეისით პოლონეთში მიფრინავდა. გაძევებიდან რამდენიმე საათში ის ვარშავის აეროპორტში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურს გადასცეს.მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და გაძევებას გამოეხმაურნენ უკრაინელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...