მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ სააკაშვილს ვარშავაში მეგობრები - პოლონელი დეპუტატები დახვდნენ

პრეზიდენტ სააკაშვილს ვარშავაში მეგობრები – პოლონელი დეპუტატები დახვდნენ

Published on

,,მე მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოსთან არის დაკავშირებული'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში , სადაც მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს მისმა მეგობრებმა პოლონეთის სეიმის დეპუტატებმა, სხვა მაღალი რანგის პირებმა და უბრალო მოქალაქეებმა- მან მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს  თანადგომისთვის . – ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური წყაროები ავრცელებენ.
 
ბოლო საათებში მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან არის ჩართული უკრაინის სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირ ეთერში და ადასტურებს , რომ მისი ბედი უკრაინასთან და საქართველოსთან არის გადაჯაჭვული და არათუ ბრძოლის შეწყვეტას  აპირებს, დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში შეძლებს  გარდატეხა შეიტანოს  ოლიგარქების ხელში ჩავარდნილი ამ ორი ქვეყნის ცხოვრებაში. ,,მე Tქვენთან ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებს. მათ დასრუებამდე და ჩვენს გამარჯვებამდე''-  მიმართა მან უკრაინელ ხალხს ,,ნიუს უანისათვის'' მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში. 
 
მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში ჩასვლასთან დაკავშირებით  NEWSONE- ისთვის გაკეთებულ კომენტარებში მისი   თანაგუნდელი დავით საყვარელიძე  აღნიშნავს, რომ  მიხეილ სააკაშვილი მხნედაა და საბრძოლოდ არის განწყობილი.
საყვარელიძის თქმით,  უკრაინელი ხალხი პოროშენკოს ამ უღირს ნაბიჯს არ შეარჩენს. რაც შეეხება  საქართველოს ექსპრეზიდენტს,  პოლონეთის დედაქალაქში მეგობრები – პოლონელი დეპუტატები დახვდნენ, ის წესრიგშია. 
 
,,მიხეილს დაცვა არ ჰყოლია. მისი დაცვის ყველა წევრი დეპორტირებულია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავზე ტომარაჩამოცმული.მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები, რომლებიც იატაკზე დააწვინეს.  მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ კიევში დაკავებისას ძალა გამოიყენეს, ხელები გადაუგრიხეს,  ის ცოცხალი და ჯანმრთელია.
  ამჯერად ჩვენ აღარ გავჩერდებით და ჩვენი ხალხი ბოლომდე წავა. გამოწვევას ვღებულობთ, მოძრაობა გაგრძელდება. მისი დეპორტაცია, სავარაუდოდ, ბორისპოლიდან მოხდა. “, – განაცხადა საყვარელიძემ. 
 
 
 

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...