მთავარისიახლეებისაზოგადოებანერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა 150 000 მ3-ს...

ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა 150 000 მ3-ს შეადგენს – სააგენტოს განცხადება

Published on

რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყებაში ამბობენ, იმასაც, რომ 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები.

„ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია. ამის...

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.  ტრაგედია მაშინ...

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...

პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან

14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...