მთავარისიახლეებისაზოგადოებახაშურში დაიტბორა სახლები და გზები, წაქცეულია ხეები, დაზიანდა სახურავები

ხაშურში დაიტბორა სახლები და გზები, წაქცეულია ხეები, დაზიანდა სახურავები

Published on

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქალაქ ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში – დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.

“გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა, განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდიანრეობას ხელს უშლიდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...