მთავარისიახლეებიშვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა

შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა

Published on

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემას შსს-ში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“ – ამბობს გამოცემასთან საუბარში თანასოფლელი.

სოფლის სკოლის დირექტორის თქმით, 17 წლის გოგომ სკოლა გასულ წელს დაამთავრა. მისი თქმით, ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო:

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...