მთავარისიახლეებისაზოგადოებაწულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

Published on

“წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, არ გამოუცხადონ ნდობა წულუკიანს:

“5 თებერვალს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვუწოდებთ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს! ის არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!

სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე.

თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები!

წულუკიანი ანგრევს ქართულ კულტურას!
წულუკიანი არ შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი!
კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...