მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი   ადგილობრივი დროით 15:00 საატზე კიევში , თავის სახლთან ახლომდებარე კაფე ,,სულუგუნში დააკავეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სახელმწიფონომრიანი მანქანების თანხლებით. –  ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ ცოტახნის წინ  სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა და უკრაინულ მედიაში უკვეა ტყდა აჟიოტაჟი. 
თვითმხილველებმა შეძლეს ვიდეოზე დაეფიქსირებინათ დაკავების მომენტი, რომელიც სულ რაღაც 8 წამს გრძელდება, მეტის გადაღების უფლება მათ არ მისცეს. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ უბრძანეს მიწაზე გართხმა რესტორანში მყოფ ერთერთ პირს, რომელიც ამ ვითარების გადაღებას ცდილობდა 
 გამტაცებლებს სანხედრო ფორაზე ეკეტათ წარწერა  "Державна прикордонна служба" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, ანუ მიხეილ სააკაშვილი  სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა.
დავით საყვარელიძესთან ერთად იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა გამოცემა hromadske-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. 
„ახლა მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.
რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.
მათი უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არც უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია ადასტურებს.
 
დღეს მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურას ყავდა გამოძახებული იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც ეხება მისი საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისათვის შესაძლო გადაცემას – წერს უკრაინული მედია,  მაგრამ, როგორც სააკაშვილის ადვოკატმა რუსან ჩერნოლუცკიმ დილით განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, რადგანაც მისი ექსტრადირების საკითხის განხილვასაც კი უკანონობად მიიჩნევს. 
დავით საყვარელიძის მოწოდების პასუხად, შემთხვევის ადგილისკენ სააკაშვილის მხარდამჭერები დაიძრნენ, ისმის შეძახილები – ამ პირუტყვებმა მიშა დააკავეს!

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...