მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Published on

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა, რომელთა გათავისუფლებასაც ითხოვდნენ სხვადასხვა ადგილებზე მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ (ბრალდება 5.000 ლარს ითხოვდა) გაათავისუფლა.

„მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ასევე, მათ სრულად აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, შესაბამისად, ბრალდების მხარემ განიხილა, რომ პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთის ღონისძიებას, მიმართა სასამართლოს გირაოს გამოყენების მოთხოვნით.

ბრალდების მხარემ მოითხოვა 5000 ლარიანი გირაო, ხოლო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუფარდა 3000 ლარი. მიგვაჩნია, რომ გირაოს გამოყენების სტანდარტი არსებობდა, ვინაიდან ის საფრთხეები კვლავ არსებობს, უბრალოდ, აღარ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...