მთავარისიახლეებიომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს

ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ვისაც ჩვენი დაშინება ენდომება, მკაცრს პასუხს მიიღებს

Published on

ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ დაიწყებს ომს, მაგრამ მკაცრად უპასუხებს ყველას, ვინც მას დაჩაგრავს. მისივე მტკიცებით, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა რეგიონში არ არის და არც არასდროს ყოფილა საფრთხე არც ერთი ქვეყნისთვის, არამედ ირანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომელსაც რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ დაეყრდნონ და ენდონ.

“ჩვენ არ დავიწყებთ არანაირ ომს, მაგრამ თუ ვინმეს სურს ჩვენი დაშინება, ისინი მიიღებენ ძლიერ პასუხს”, – თქვა ებრაჰიმ რაისიმ სატელევიზიო გამოსვლაში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები აპირებს პასუხი გასცეს იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას, რომლის დროსაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. შტატბი თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებს ადანაშაულებს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხი შესაძლოა მრავალდონიანი, ეტაპობრივი და დროთა განმავლობაში შენარჩუნებული იყოს.

თავდასხმები რეგიონში ამერიკულ ძალებზე ოქტომბერში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გახშირდა. წითელ ზღვაში “ჰუსიტები” უტევდნენ კომერციულ და სამხედრო გემებს, საპასუხოდ აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში სამიზნეებს დაარტყდეს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირბემა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ირანთან უფრო ფართო ომი.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...