მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოსამართლემ გამოიგონა ახალი კანონები, ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით"-ზაზა ბიბილაშვილი

“მოსამართლემ გამოიგონა ახალი კანონები, ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით”-ზაზა ბიბილაშვილი

Published on

"ამას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი", – ასე აფასებს ტელეკომანია საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

"მას შემდეგ რაც გამოვიდა გადაწყვეტილება განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილების გამოსატანად თამაზ ურთმელიძეს უნდა გეუქმებინა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც კანონმდებლობის საფუძველშია, ეს ურთმელიძემ უკვე გააკეთა. დღეს ჩვენ ვხედავთ შემდეგ ნაბიჯს – მოსამართლემ გამოიგონა ახალი კანონები, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. ის, რაც დღეს გააკეთა თამაზ ურთმელიზემ, არ ემყარება არცერთ კანონს. მე პირადად აღარ ვარ რუსთავი 2-ის ადვოკატი, არ ვარ ყარამანიშვილების ადვოკატი, მე ვარ ადვოკატი, ერთი უბრალო ადვოკატი, რომელიც ვიცავ საქართველოს მომავალს იმისთვის, რომ არ დამყარდეს ქვეყანაში დიქტატურა. დღეს ამ ქვეყანში თამაზ ურთმელიძე, რომელმაც საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი და ის ციხეში გაატარებს ძალიან ბვევრ წელს, მე ამას მას ვპირდები, მე ვიცავ ჩემი, თქვენი და ჩვენი, ყველას მომავალს. დღეს სქართველოს ხელისუფლება მთლიანად გასულია სამართლებრივი სივრციდან, რაც თამაზ ურთმელიძემ გააკეთა, ამას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი", – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...