მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს "ქართული ოცნების" ყრილობა ტარდება - რას უნდა ველოდოთ

დღეს “ქართული ოცნების” ყრილობა ტარდება – რას უნდა ველოდოთ

Published on

“ქართული ოცნების” მერვე ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ტარდება.

ყრილობაზე, სავარაუდოდ, პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ჯერ კიდევ გუშინ, საბოლოოდ არ იყო შეთანხმებული, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის თანამოაზრეები მას ბლოკავდნენ, ასე რომ, არ არის გამორიცხული, ყრილობა სიურპრიზითაც დაგვამახსოვრდეს. 

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....