მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გაზის მილები ჩამოიშალა

თბილისში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გაზის მილები ჩამოიშალა

Published on

ბაგებში მდებარე საერთო საცხოვრებლების მე-5 კორპუსში, გაზიფიცირებისთვის გაყვანილი მილები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით,  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მუშებმა ვერ მოასწრეს და ის დღეს დილიდან უნდა განახლებულიყო.ინციდენტის დროს, მილებში გაზი ჯერ გაშვებული არ იყო. სამუშაოებს ”ყაზტრანსგაზი” ასრულებს.„ეს იყო მონტაჟის პროცესი და გაზი არ იყო შეშვებული და არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული აღნიშნული გაზსადენი. მონტაჟის პროცესი მიმდინარეობდა, შესაბამისად  ჩამოშლისთანავე ჩვენმა ხალხმა დაუყოვნებლივ გააკეთეს რეაგირება. როდესაც ჩვენს მიერ იქნება ექსპლუატაციაში მიღებული და შიგნით გაიშვება გაზი, რა თქმა უნდა კომპანია ”ყასტრანსგაზ თბილისის” არის სრულ პროცესზე პასუხისმგებელი,“-განაცხადა ”ყასტრანსგაზ თბილისის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსიწვერიძემ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...