მთავარისიახლეებისენაკის სასამართლომ ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სენაკის სასამართლომ ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Published on

სენაკის რაიონულმა სასამართლომ “საქართველოს ბანკის” სენაკის ფილიალში, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ანრი ლოლუას აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. თავად ბრალდებულმა პროცესზე დღეს დუმილის უფლება გამოიყენა.

შეგახსენებთ, ყაჩაღობა 26 იანვარს მოხდა. დანით შეიარაღებული 30 წლის ახალგაზრდა ბანკში შეიჭრა და მოლარეს თანხა იმ დროს გასტაცა, როცა ის მომხმარებელს კუპიურებს აწვდიდა. მან ბანკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული თანხა, 900 ევროს ოდენობით და დანა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...