მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში "ოცნების" სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება

ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში “ოცნების” სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება

Published on

პარლამენტში “ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იწყება, სადაც ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე უნდა იმსჯელონ.

მმართველი გუნდიდან შეხვედრას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი და სხვა წევრები. ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრება “ლელო”.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეხვედრაზე მხოლოდ ნაწილია მიწვეული, მათ შორის არ არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები”.

“დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ როგორც ოპოზიცია ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული ამ საკითხების განხილვაში. ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. […] ჩვენ თავიდანვე, უკვე წელიწად-ნახევარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი გადის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმაზე, რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც წერილით მომმართეს და ამ წერილით გავიგე, რომ თურმე პლატფორმა დაუტოვებიათ, არ ვიცი, მათი არჩევანია ეს უნდათ თუ არა იყვნენ ჩართულნი ამ მხრივ პარლამენტის საქმიანობაში”, – თქვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...