მთავარისიახლეებიპოლიტიკაუვიზო რეჟიმი გადასარჩენია - ეს მთავრობამაც აღიარა

უვიზო რეჟიმი გადასარჩენია – ეს მთავრობამაც აღიარა

Published on

ექსპერტები ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ საფრთხე არსებობს და უვიზო რეჟიმი გადასარჩენია.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი, აღნიშნავს, რომ პრობლემების აღმოფხვრისთვის მეტი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„როგორც ჩანს, საჭირო არის მეტი დიპლომატია, მეტი დიპლომატია, მეტი პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ არ მოითხოვოს უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთან,“ – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.  
 
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე, ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
„ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, გზა არის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, სოციალური პრობლემების მოგვარება. სამწუხაროდ, ახლა ამის გაკეთების თავი ამ მთავრობას კიდევ  დიდხანს რომ არ ექნება, ფაქტია,“ – განაცხადა შარაშენიძემ
 
,,პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა შეაფერხოს, მთავარობამაც აღიარა. მთავარი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ჩადენილი კრიმინალური ფაქტებია.
ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ წუხილს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით,''  განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი განმარტებით,  დღეს ნამდვილად არ არის მოცემულობა, როდესაც შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღება მიაქციონ რიგ რეგულაციებს და არ დაარღვიონ ისინი. 
 
„აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომლითაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში და ასევე თავშესაფრის არაკანონიერი მოთხოვნები. ამით ისინი ფინანსურ ზიანსაც იღებენ და ასევე სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული მსგავსი ქმედებები. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში, ასევე ვიმუშავებთ შიდა მექანიზმებზე, რათა არ მოხდეს მთელი რიგი დარღვევები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან გუდაურში,  სადაც დიპლომატების სათხილამურო შეჯიბრი მიმდინარეობს. 
 
 
 

სიახლეები

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...