მთავარისიახლეებიპოლიტიკარას გაწვდება ფული, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობი დროს დააგროვა?

რას გაწვდება ფული, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობი დროს დააგროვა?

Published on

 „თუ გაინტერესებთ, როგორ მდიდრულად ვცხოვრობ, ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში 22-ე სართულზე ცენტრიდან შორს, მოსკოვის მოედანთან – ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტობის შედეგად ფული დავაგროვე იმისთვის, რომ ოროთახიანი ბინა მექირავებინა – განაცხადა სააკაშვილმა, გუშინ  კიევის სასტუმროში მომხდარის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხად  ჟურნალისტის კითხვაზე,  რას აკეთებდა ხუთვარსკვლავიან  Fairmont – ში..
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა და კასტიოლნაიას ქუჩიდან, კიევის ცენტრიდან მოშორებით გადავიდა. 
„ კოსტელნაიადან უკვე გადავედი, რადგან ეს იყო ოფისი და იქ ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, სასტუმროში „სერიოზულმა უცხოელმა სტუმრებმა“ ჩაის დასალევად დაპატიჟეს.
 
ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ხაკხს შეუქმნას ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში განცხრომით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც  დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ მას კიევის სიახლოვეს ფეშენებელური სახლი აქვს, ახალ აქცენტი კეთდება  ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე, სადაც იგი ბინადრობს, ეს უკანასკნელი წუხელ განუწყვეტლივ მუსირებადა პოროშენკოს მართულ მედიასა და ოფიციალურ პირთა კომენტარებში – ამით ხელისუფლება ცდილობს   გუშინდელი ნამოქმედარიდან სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ  ფულში მცურავი ოლიგარქი პოროშენკო უსირცხვილოდ იშვერს ხელს სხვისი კაპიკებისკენ, თუმცა ასეთი მითები იოლად იმსხვრევა
.
 ამასობაში ხელისუფლების წარმომადგენლები სასტუმროსთან  სპეცრაზმელების მობილიზებასაც კი უარყოფენ და აცხადებენ, რომ არ იციან  ვისი ბრძანებით და რა მიზნით მივიდნენ  იქ ,,ალფას'' მებრძოლები
 
აბა ბიჭებო, თქვენ, ვინც გუშინ ავტომატებით მოხვედით სასტუმროში ჩემს დასაკავებლად, თუ ხედავთ, რომ ხელისუფლებამ  ხელები დაიბანა და თქვენ შეგახოცათ! ნუღარ შეასრულებთ მათ უკანონო ბრძანებებს! თქვენივე სასიკეთოდ მირჩევია ეს ! – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ,,ალფას'' მებრძოლებს მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  გაკეთდა განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ბრძანება არავის გაუცია და საერთოდ არ იციან, იყვნენ თუ არა იქ მისული შეიარაღებული ადამიანები  ,,ალფას'' წარმომადგენლები. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...