მთავარისიახლეებიპოლონეთში ერთ დღეში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ერთ დღეში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

Published on

23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო დაცვა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დააკავეს მოლდოვისა ერთი და კოლუმბიის ერთი მოქალაქე.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ასევე 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი არ დაემორჩილნენ მიღებულ გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ. ახლა სასაზღვრო დაცვის ოფიცრები უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის ტერიტორია ნამდვილად დატოვონ.

მათი ცნობით, გასულ სამშაბათს პოლონელმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგულაციების დარღვევისთვის 25 უცხოელი დააკავეს, მათგან 12 კი ქართველია.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...