მთავარისიახლეებისაზოგადოება„მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დაკითხავენ

„მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დაკითხავენ

Published on

„მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში ხვალ 12:00 საათზე დაკითხავენ. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა განაცხადა. 
მისი თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას თავადაც დაესწრება. თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძმეა.

სიახლეები

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...