მთავარისიახლეებიდღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

ჯერჯერობითო უცნობია დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლოს დისტანციურად თავად მესამე პრეზიდენტი, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

“ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარე, თუმცა, სავარაუდოდ, გავაგრძელებთ პროკურატურის მოწმეების დაკითხვას. თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თავადაც იყოს ჩართული საქმის განხილვაში და საკუთარი პოზიცია მოახსენოს სასამართლოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა და პენიტენციური სამსახურისა და სამკურნალო დაწესებულების რეკომენდაციები ზოგჯერ მას ამის საშუალებას არ აძლევს ხოლმე”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...