მთავარისიახლეებიზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, უმაღლეს რადას წარუდგენს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც,უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება

„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას. ეს საშუალებას მისცემს ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა“. – განაცხადა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, კანონი გავრცელდება ყველა უკრაინელზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე უცხოელ მოხალისეებზე, რომლებიც იცავენ უკრაინის თავისუფლებას, როგორც საკუთარ სამშობლოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...