მთავარისიახლეებიპოლიტიკარიგა: „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დასკვნითი დღე

რიგა: „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დასკვნითი დღე

Published on

რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მეორე, დასკვნითი დღე მიმდინარეობს. დღეს გახდება ცნობილი, რა ჩაიწერება სამიტის დეკლარაციაში ვიზალიბერალიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა. საქართველოს დელეგაციას ამასთან დაკავშირებით რაიმე ახლო პერსპექტივისა და კონკრეტული მოლოდინის იმედი აღარ შეიძლება ჰქონდეს. უფრო მეტიც – თუკი სამიტის დეკლარაციის პროექტი,რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის მნიშნელოვან სიახლეს არ შეიცავს, არ შეიცვალა, იგი  გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინა, ვილნიუსის სამიტის დოკუმენტი“

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა: ,,იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ“.. შესაძლოა ამ ოპტიმიზმის საფუძველი იყოს ის, რომ პროექტის ერთ-ერთ პუნქტში დეკლარირებულია აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების „ევროპული პერსპექტივა“ და „ევროპული არჩევანით დაინტერესება“, რაც გარკვეულწილად, უვიზო მიმოსვლის საკითხის გადავადების ერთგვარ კომპენსაციად უნდა ჩაითვალოს.თუმცა საკითხავია, დარჩება თუ არა ეს პუნქტი დეკლარაციის ბოლო რედაქციაში.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე გამოვლინდა, რომ საქართველოს პროგრესი ყველასათვის თვალსაჩინოა, განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მნიშვნელოვან ნაწილს:     „გვითხრეს ძალიან ნათლად, რომ გვაქვს შესასრულებელი ბევრი რამ, თუ არ დავაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს, არ იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს საქართველოს მთავრობის მარცხია და ეს არის იმის მიზეზი, რომ რიგაში არ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული,“-აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი მაია ფანჯიკიძე. 

„ნაციონალურიმოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობის დაპირებები სიცრუე აღმოჩნდა .,,ტყუილია,თითქოს მთავრობა არ პირდებოდა ხალხს, რომ რიგის სამიტზე გაფორმდებოდა ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ღარიბაშვილის, წულუკიანის, სხვა მინისტრების გამოსვლები, რომლებიც სწორედ რიგაში პირდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს გარღვევას ამ მიმართულებით, თუმცა, მათი ეს დაპირება, სამწუხაროდ, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, აღმოჩნდა სიცრუე," – ამბობს იგი.  

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...