მთავარისიახლეებიანტიკორუფციული 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს-მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, კობახიძის, პაპუაშვილის, მურუსიძის

ანტიკორუფციული 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს-მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, კობახიძის, პაპუაშვილის, მურუსიძის

Published on

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე – 2024 წელს.

სიაში 150 პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები.

მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები – თეა წულუკიანი, ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი, ზურაბ აზარაშვილი, თეა ახვლედიანი.

ასევე აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წევრების დეკლარაციებს.

საკანონმდებლო ორგანოდან ჩამონათვალში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.

უწყების თქმით, დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შესარჩევ თანამდებობის პირთა დეკლარაციების არჩევასთან დაკავშირებით. სიაში მოხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის – ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე და სხვები.

გარდა ამისა, შემოწმება შეეხება კომუნიკაციების კომისიას, სემეკს, ცესკოს, ფოსტას, რკინიგზას, ბლექ სი არენა ჯორჯიას, საქართველოს განვითარების ფონდს.

საჯარო უწყებებიდან – პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, აუდიტის სამსახურს, სუს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საპენსიო სააგენტოს და სხვებს.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...