მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ბიბილაშვილი: ,,სანამ ასეთების (და პუტინის) რჩეულები არიან ხელისუფლებაში, გარშემო მხოლოდ უარესი...

ზაზა ბიბილაშვილი: ,,სანამ ასეთების (და პუტინის) რჩეულები არიან ხელისუფლებაში, გარშემო მხოლოდ უარესი კრიმინალი და უბედურება იქნება”

Published on

დაკითხავენ თუ არა დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში – გადაწყვეტილებას გამომძიებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებენ. შვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე – დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
 
დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ თადარიგის პოლკოვნიკს პალატაში გადაყვანის შემდეგ დაკითხავენ.
 
გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა და დაკავებულიც არავინაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც დუმს. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორებაც არის. 
 
 გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში შექმნილ კრიმინალურ ფონთან კონტესტში განიხილავენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში''.  პარტიის წარმომადგნელი ზაზა ბიბილაშვილი საუბრობს საზოგადოების ერთი ნაწილის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში არსებული განუკითხაობის მიმართ. 

 
,,გუგეშაშვილის შვილის მკვლელი თავისუფალია.
ლომარ ნიგურიანის მკვლელი თავისუფალია.
სოსო ქუთათელაძის მკვლელი თავისუფალია.
ქართველების მკვლელი მარეკ დუდაევი თავისუფალია.
კანონიერი ქურდი ლავას ოღლი თავისუფალია და გურია-აჭარის არჩევნებში ეხმარება "ოცნებას".
ქართული სახელმწიფოს მტერი ვაჰაგან ჩახალიანი თავისუფალია.
საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი ჯერ გაათავისუფლეს, მერე კი ამერიკული მართლმსაჯულებისგან გადამალეს აქვე, ისანში.
კორცხელის პირუტყვები არათუ არ დასჯილან, სამთავრობო წყაროებიდან ფინანსდებიან და უფლისწულ ბერასთან იღებენ ფოტოებს.
კორცხელის დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზატორი კალაძე თბილისის მერად დაინიშნა.
ბედუკაძე თავისუფალია და, ივანიშვილისგან გზადალოცვილი, რუსეთში იღებს ჯილდოებს.
ეროსი კიწმარიშვილის და 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელები თავისუფალი არიან. კიარადა, ქვეყანას მართავენ.
 
…მაგრამ, წარმოიდგინეთ, ჩვენს შორის დადიან ადამიანები, ვისთვისაც "მაინც" ეს კრიმინალური ჯოჯოხეთი ჯობია.
სანამ ასეთების (და პუტინის) რჩეულები არიან ხელისუფლებაში, გარშემო მხოლოდ უარესი კრიმინალი და უბედურება იქნება. '' – წერს ზაზა ბიბილაშვილი 
 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...