მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება

სალომე სამადაშვილი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება

Published on

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება.
რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.
 
WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. 
 
„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, – იუწყება ტელერადიოკომპანია.
 
pარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მის ხელში გაიფურჩქნა კრიმინალური სამყარო. ამ კონტექსტში სამადაშვილი ყურადღებას ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზეც ამახვილებს. 
 
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებზე საუბარი ორ პრობლემას უკავშირდება. ერთი ეს არის ის, რომ ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებულია კრიმინალური ვითარება, ორგანიზებული დანაშაული გათავისუფლებულია თავის მოქმედებებში. ამან ასახვა ჰპოვა კრიმინალის ექსპორტზე ევროპაში. ქართული ორგანიზებული დანაშაული აქტიურად საქმიანობს, მათ შორის, ევროპაში. დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ კრიმინალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს უქმნის საფრთხეს და საფრთხეს უქმის ისეთ ფუნდამენტურ ინტერესებს, როგორიცაა ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან. კიდევ ერთი პრობლემა, რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს არის ის, რომ სრულ ეკონომიკური კრახისა და უმუშევრობის ფონზე სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ეძებს შესაძლებობას არსებობისთვის სახსრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიპოვოც“, – განაცხადა სამადაშვილმა. 
 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...