მთავარისიახლეებიმესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო

Published on

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. მოწმედ გამოძახებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

სხდომაში მიხეილ სააკაშვილი არ მონაწილეობდა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

დაცვის მხარე განმარტავს, რომ მღებრიშვილის გამოკითხვით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის დანაშაული იმ შემთხვევაში, თუ განკარგულებია გაცემული ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, რადგან ასეთ შემთხვევაში უწყება ვალდებულია შეასრულოს დავალება.

ადვოკატების თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს, 2014 წელს, როცა მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, გაწეული ხარჯები დანაშაული არაა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებებიც დანაშაული ვერ იქნება.

“[პირადი ხარჯები არ გაიწეოდა მაგალითად ღარიბაშვილის მოგზაურობისთვის?] პირადი ხარჯები არა. კომპეტენციის ფარგლებში, კანონის შესაბამისად რა თქმა უნდა, ვიმოქმედებდი და დღესაც ასე ვმოქმედებ. კანონის ჩარჩოში რაც გასაკეთებელია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში. […] როცა დამიძახებენ მოვალ და ვისაუბრებ თუ კი რამე კითხვაა”, – თქვა მღებრიშვილმა.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ 2014 წელს განკარგულებით პრემიერმა ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა სპეცრეისების ხარჯების ანაზღაურება, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულმა სამსახურმა ავიახარჯები აანაზღაურა.

“თუ ამ ხარჯის გაწევა კანონიერი იყო 2014 წელს, მე მიმაჩნია, რომ კანონიერი იყო, 2008-შიც 2009-შიც 2010-შიც უნდა ყოფილიყო კანონიერი, შესაბამისად, ბრალის ეს კომპონენტი აბსოლუტურად არარელევანტურია”, – თქვა ბასილაიამ.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...