მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკითხვა, კიბერთავდასხმა... რა ხდება პაატა ბურჭულაძის თავს?

დაკითხვა, კიბერთავდასხმა… რა ხდება პაატა ბურჭულაძის თავს?

Published on

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წუხელ, გვიან ღამით თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ ამჯერად იგი არა სცენაზე, არამედ დაკითხვაზეა მიწვეული.
პაატა ბურჭულაძეს ფონდ "იავნანადან" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, 9 თებერვალს სასამართლო წესით დაკითხავენ. იგი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების შეკითხვებზე საპასუხოდ მზად არის. იგი   ფონდის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სასაცილოსა და აბსურდულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
 
,,ბოლოს და ბოლოს უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ აეროპორტში მედიისთვის გაკეთებულ პირველივე კომენტარებში 
 
პაატა ბურჭულაზის დევნის პოლიტიკურ მოტივებს  არ გამორიცხავს არც პაატა ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც, რომელიც პაატა ბურჭულაძის ოჯახზე სავარაუდო კიბერთავდასხმის გამოძიებას ითხოვს.. იგი აცხადებს,  რომ ამ დრომდე პროკურატურისგან პასუხი არ მიუღიაგანცხადებაზე, რომელიც მან ბურჭულაძის ოჯახის სახელით საგამოძიებო უწყებაში შეიტანა. მოთხოვნა  ეყრდნობა პაატა ბურჭულაძის შვილის ალექსანდრე ბურჭულაძის  განცხადებას იმის შესახებ, რომ მისგან დამოუკიდებლად, მისი მობილური ტელეფონიდან სხვადასხვა ოპერაცია შესრულდა. სავარაუდოდ,  დაუდგენელმა პირებმა მათ  ელექტრონულ მოწყობილობაში შეაღწიეს და კონკრეტული ქმედებები განახორციელეს.
 
„ჩვენ შევიტანეთ განცხადება. დღემდე არანაირი პასუხი არ არის. რამდენიმე დღეს კიდევ დაველოდებით და მერე განმეორებით მივმართავთ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე დღის წინ შეიტანა.
 
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...