მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს სხომის ჩაშლას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს სხომის ჩაშლას აპროტესტებს

Published on

„ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. ოპოზიცია ცდილობს საკრებულოში მისვლა თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობას მოსამართლემ დაავალდებულოს. ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებით მიმართავს მთავარ პროკურატურასაც  და უწყებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს რათა დადგინდეს დაარღვია თუ არა კანონი საკრებულოს თავმჯდომარემ, როცა ყველანაირი არგუმენტის გარეშე რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
 
"ვამზადებთ სარჩელს რომ მაღალი თანამდებობის პირები, საქალაქო სამსახურების უფროსებს, რომლებსაც კანონი ავალდებულებს, რომ ფრაქციის სხდომაზე, ასევე რიგგარეშე სხდომაზე, ასევე ჩვენს მიერ მოწვეულ, დაპატიჟებულ ვალდებულებით მოყვანაზე ისინი ვალდებული არიან მოვიდნენ და კონკრეტული პასუხები გაგვცენ, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. ტყემალაძესთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რამდენად გამოიკვეთა სამოხელეო დანაშაული, რომელიც გულისხმობს თანამდებობრივ გულგრილობას, როდესაც მან არ ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, რომელიც მას რეგლამენტის თანახმად ევალებოდა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 
თბილისის საკრებულოში  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული  რიგგარეშე სხდომაგუშინ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა:  შეკრებას უმრავლესობის წევრები არ დაესწრნენ. ოპოზიციურ პარტიას დედაქალაქის მოქმედ და ყოფილ მერებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან დამატებითი შეკითხვები ჰქონდა მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხდომაზე  „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც მივიდნენ,  თუმცა  „ქართული ოცნების''  უმრავლესობის წარმომადგენლები არ მისულან.  სხდომაზე არ დასწრების გადაწვეტილებას მმართველი გუნდი იმით ხსნის, რომ  საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომაზე პარასკევს ამ საკითხებზე უკვე იმსჯელეს და   თბილისის ვიცე-მერმა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ოპოზიციის შეკითხვებს უკვე უპასუხეს. ასე რომ, ოპოზიცია  პოლიტიკური შოუს მოწყობას ცდილობს.''
 
პოლიტიკური უკულტურობის გამოვლინება – ასე შეაფასა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაწყვეტილება. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...