მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
 
 უწყების  ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. სხვა ცნობები მისი ჯანრთელპბის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება .
 
“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...