მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალმა წელმა ზოოპარკში კარგად ჩაიარა, ყველა ცხოველი კარგადაა - დირექტორი

ახალმა წელმა ზოოპარკში კარგად ჩაიარა, ყველა ცხოველი კარგადაა – დირექტორი

Published on

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ეხმიანება საახალწლო ფეიერვერკებთან დაკავშირებულ პერიპეტიებს და აღნიშნავს, რომ ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს ადმინისტრაციის თხოვნა, პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის სეკავების შესახებ, ცხოველების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 

მანამდე ზოოპარკმა გაავრცელა თხოვნა პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ და მოიყვანა შარშანდელი მაგალითი, როცა ხმაურის გამო, ახალი წლის ღამეს, ახალშობილ გნუს გული გაუსკდა და მოკვდა. 

„ჩვენმა მეზობლებმა გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და არ ყოფილა არცერთი გასროლა. დიდი მადლობა მათ. ახალმა წელმა ზოოპარკში მშვიდად ჩაიარა. ცხოველები კარგად არიან. კარგი იქნება, მთელმა საზოგადოებამ მიბაძოს ზოოპარკის ახლო-მახლო მცხოვრებ საზოგადოებას,“ — ამბობს ზოოპარკის დირექტორი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...