მთავარისიახლეებიპარტია "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან კოალიციას არ გამორიცხავს.

პარტია “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან კოალიციას არ გამორიცხავს.

Published on

პარტია “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან კოალიციას არ გამორიცხავს. “ლელოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაძლოა, არჩევნების წინ, ნიკა მელიას პარტიასთან გაერთიანება მოხდეს. კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა მელია “ლელოს” სიაში, ხაზარაძე პასუხობს, რომ ნიკა მელიასთან “ლელოს” სტრატეგიული პარტნიორობა ექნება.

მამუკა ხაზარაძემ ამ თემაზე “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, ლელო მაქვს მხედველობაში, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. […] ნიკა მელია, როგორც აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა. […] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა”, – თქვა ხაზარაძემ.

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...