მთავარისიახლეებისამხედრო პირის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სამხედრო პირის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

Published on

საქართველოს პროკურატურამ 27 დეკემბერს, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია სამხედროს, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობაზე.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა გუჯეჯიანი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მას ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მკვლელობა 27 დეკემბერს, წულუკიძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...