მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

Published on

ოქტომბერში  საპრეზიდენტო არჩევნები   გაიმართება. პოლიტიკურ პარტიებში უკვე დაიწყო საჯარო თუ კულუარული საუბრები სავარაუდო კანდიდატებზე.  
 
მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით არჩევისთვის.
 
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასზე კარგი კანდიდატი არავინ არ იქნება, რადგან არავინ არის მასზე   გამოცდილი,  კომპეტენტური და კარგი  კონტაქტების მქონე ფიგურა."ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს, უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ  "პალიტრანიუსის" ეთერში . 
 
,,ქართული ოცნება''  კანდიდატს სავარაუდოდ გაზაფხულზე დაასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა, თუმცა როგორც ,,ნეიტრალურ პირთა მხრიდან ისმის არ არის გამორიცხული და სასურველია ეს კანდიდატი ან თავად ბიძინა ივანიშვილი, ან მის მიერ წამოყენებული პირი  იყოს.
 
 რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას'',   არანაირი საჯარო  განცხადება სავარაუდო კანდიდატის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა. პარტიის რიგითი  მხარდამჭერების ყურადღება დღეს ძირითადად კიევში მიმდინარემოვლენებისკენ არის მიმართული. 
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...