მთავარისიახლეებიპოლიტიკა6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა

6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა

Published on

 ,,სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას შუამდგომლობაზე უგულველყოფს. ჩვენ ამჯერადაც ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ უნდა შეიცვალონ ამ პროცესზე მოსამართლეები.  ასეთ პირობებში მე ვერ ვხედავ  სხდომაზე დასწრების აუცილებლობას. მათ სურთ შექმნან იურიდიული პროცედურის იმიტაცია, ამიტომ  იქ მხოლოდ ჩემი  იურისტები დარჩებიან.  მე გავაგრძელებ სასამართლოებში სიარულს იმ ხალხისთვის, რომელიც აქ ჩემს მხარდასაჭერად მოდის, და  ეს ხალხიც  მირჩევს არ ვიარო ზევიდან მართულ ასეთ სხდომებზე. ჯობს ეს დრო მოვახმარო ჩვენი და თქვენი გეგმების განხორციელებას, რომელზედაც შევთანხმდით  ბოლო მარშის დროს – 18 თებერვალს კიდევ ერთი ასეთი საპროტესტო აქცია გაიმართება – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, კიევის სააპელაციო სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს შეკრებილ მხარდამჭერებს , როცა გარეთ გამოვიდა .   
 
სააპელაციო სასამართლომ კი საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და არ აღიარა სააკაშვილი პირად, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს. შესაბამისად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ყოფნის ნებადამრთველი სტატუსი დაკარგა. 
"ეს სასამართლოს კი არა, პოროშენკოს გადაწყვეტილებაა", – დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის ფეისბუქ გვერდზე
 
 6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.
 
მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.
 
ჩერნოლუცკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.

სიახლეები

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...