მთავარისიახლეებისაზოგადოებაგინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი

გინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი

Published on

თამაზ გინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი. ავტომობილის ფოტოები “მთავარმა არხმა” მოიპოვა.

კირბალში მომხდარი დანაშაულიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა, უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება. შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა. ოჯახი სტრასბურგში ჩივილს გეგმავს.

“ვიცოდით და გვეუბნებოდნენ, რომ ავტომობილს 2-3 ტყვია აქვს მოხვედრილიო, მაგრამ მე თვითონ დავთალე, 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას. ორი ნატყვიარია სავარძელზე, დანარჩენი მანქანას ეტყობა გარშემო და საბურავებზე ვერ დავთვალე… გამოძიება არ დამთავრებულაო, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებას. ველოდებით ცოტა ხანი ამ ძიებას, რა იქნება. თუ არა და მერე მივმართავთ სხვა ხერხს, სტრასბურგში გავასაჩივრებთ და ვიპოვით დამნაშავეებს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა გადმოსცენ საქართველოს და საქართველოში უნდა გასამართლდნენ,” – ამბობს ნიკოლოზ გინტური.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...