მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაძლევთ გარანტიას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში, საქართველო იქნება EU-ს სრულფასოვანი წევრი...

გაძლევთ გარანტიას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში, საქართველო იქნება EU-ს სრულფასოვანი წევრი – სააკაშვილი

Published on

მე ვამბობდი, რომ იქნებოდა სტატუსი და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; მე ვამბობ ახლა რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელსაც ის “ვივა მედიდან” დისტანციურად ერთვება.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 4 წელიწადში საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გახდება:

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა. არ შეიძლება ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება. საქართველო უნდა იყოს თქვენი საკუთრება. ამიტომ, ნუ უჯერებთ იმათ, ვინც იძახის – ვაიმე ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ?! და ესენი თუ არ იყვნენ საშინელება დაიწყება. ახლა მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება…საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ.

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არ მისცემს საშუალებას არავის, რომ საქართველოში ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება და ეს იქნება სრულად ახალი ეპოქა. ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, რომელიც დაცობილია ევროპულ გზაზე…ჩვენ უნდა გავიდეთ ავტობანზე და ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...