მთავარისიახლეები"ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და ქრებოდა, ხან იყო ქურდობა" -გერმანიასა და საქართველოს...

“ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და ქრებოდა, ხან იყო ქურდობა” -გერმანიასა და საქართველოს შორის მიგრაციისა შესახებ შეთანხმება გაფორმდა

Published on

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება – ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბევრი მოქალაქე “ვითომ სამუშაოდ” მიდიოდა, მისივე თქმით, დეპორტაცია არ შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში ლეგალურად მუშაობენ, ან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვთ, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება.

“შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა, ხელი მოეწერა, მიგრაციისა და მობილობის შესახებ. პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობით, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. […]

ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და ოფიციალურად გაფორმებულია, პრობლემა არ შეექმნება არანაირი. მკურნალობაზეც კიდევ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ისეთია, რომელიც ჩვენთან ვერ კეთდება და იქ კეთდება, არ იქნება არანაირი საუბარი მისი გამოძევების, მაგრამ კიდევ ვიძახი, თუ შეუძლია რომ აქ რაღაც ოპერაცია გაიკეთოს, რომელიც საქართველოშიც კეთდება ჩვეულებრივად და არა მე ახლა მაინც და მაინც მინდა გერმანიაში, ან ამერიკაში, დაარღვია, ვადა გადავიდა, თორემ ვინც მკურნალობს და იქ არის წლები ვთქვათ ისეთი დაავადებით, რომელიც აქ არ იკურნება, იმას არავინ შეეხება”, – ამბობს ვახტან გომელაური.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ.

სიახლეები

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5...

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...