მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს „ევროპული საქართველოს“ მეხუთე რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება

დღეს „ევროპული საქართველოს“ მეხუთე რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება

Published on

დღეს „ევროპული საქართველო“  მეხუთე რიგგარეშე ყრილობას გამართავს.
 
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა.
ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში  დასახელდა ადგილობრივ პარტიულ კონფერენციებზე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. ამავე კონფერენციებზე პარტიის წევრებმა საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები აირჩიეს.
 
ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი გიგი უგულავა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
 
ყრილობა ბიზნეს ცენტრ „მოზაიკაში“ 14:00 საათზე დაიწყება.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...