მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის" - ნიდერლანდების ელჩის მილოცვა ქართულ...

“ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის” – ნიდერლანდების ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე

Published on

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართულად ულოცავს.

არაკელიანი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ნიდერლანდები განაგრძობ მხარდაჭერას ამ გზაზე.

“გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე,” – ამბობს ნიდერლანდების ელჩი.

Congratulations, Georgia🇬🇪! Today we celebrate with you 🎉! 🇪🇺🇳🇱⁦@GovernmentGeo⁩ ⁦@GharibashviliGe⁩ ⁦@iliadarch⁩ ⁦@Zourabichvili_S⁩ ⁦@shpapuashvili⁩ ⁦@MakaB__⁩ @DutchMFA⁩ pic.twitter.com/zqtaMg9gxZ

— Meline Arakelian (@melinearakelian) December 15, 2023

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...